Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლის მცდელობისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს 12 მამაკაცს


ყაზახეთში სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 12 მამაკაცს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლის მცდელობაში. ქალაქ აქტობეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟანბოლატ სარსემბაევს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის იყო ტერორისტული ჯგუფის ორგანიზება. დანარჩენი მსჯავრდებულების უმრავლესობას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სასამართლომ როგორც დაადგინა, 12 მამაკაცი (ყველა უმუშევარი) ცდილობდა ყირგიზეთისა და უზბეკეთის ყალბი პასპორტების მოპოვებას სირიაში ჩასასვლელად და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად. მოსამართლის ინფორმაციით, მათ ინტერნეტის მეშვეობით დაამყარეს კონტაქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ ვერდიქტი. ყაზახეთის ხელისუფლების მონაცემებით, სირიასა და ერაყში ყაზახეთის 300-მდე მოქალაქე იბრძვის ექსტრემისტების რიგებში.

XS
SM
MD
LG