Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი წარმოადგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამავე დროს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, წინასაარჩევნოდ ამ პარტიის განახლებული გუნდი წარმოადგინა. მისი აზრით, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება და ქართული ოცნების გუნდის ახალ წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. ქართული ოცნების 15 წევრს შორის, რომლებიც კვირიკაშვილმა დღეს წარუდგინა საზოგადოებას არიან პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე იურისტი თამარ ჩუგოშვილი, ექიმი და ფსიქოლოგი ირინა ფრუიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ბიზნესომბუცმენი გიორგი გახარია. ღონისძიებას, რომელიც საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. "ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ წელს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

XS
SM
MD
LG