Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიცაში ათობით ადამიანი დაიღუპა ხალხში სატვირთო მანქანის შეჭრის შედეგად


საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა, ხალხში სატვირთო მანქანის შეჭრის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როცა ხალხი ფოიერვერკებს ადევნებდა თვალს ბასტილიის დღეს, ეროვნულ დღესასწაულზე. იუწყებიან, რომ მოკლულია მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა სანაპიროზე და შემდეგ ხალხის ჯგუფში შეიჭრა. პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG