ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადამ, რომ მისი ქვეყანა არ დაიწყებს ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩამოყალიბდება „გაერთიანებული სამეფოს მიდგომა“. ტერეზა მეიმ ეს განცხადება შოტლანდიაში გააკეთა, შოტლანდიის პირველ მინისტრთან, ნიკოლა სტარჯენთან შეხვედრის შემდეგ. სტარჯენმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შოტლანდიას, რომელმაც რეფერენდუმზე „ბრექსიტზე“ უარი განაცხადა, სურს გზის გამონახვა, რათა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩეს.
ყველაზე პოპულარული
1