Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში


დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში. პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილისა და ბორუტ პაჰორის პირისპირ საუბრის შემდეგ დაიწყება საქართველოსა და სლოვენიის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილის თანმხლებ დელეგაციაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება სლოვენიის პრემიერ-მინისტრს მირო ცერარს და პარლამენტის ხელმძღვანელებს. სამთავრობო დელეგაციები ხელს მოაწერენ შეთანხმებებს საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობის და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

XS
SM
MD
LG