Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იწყება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებენ


შეერთებულ შტატებში იწყება რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა, რომელზეც მოსალოდნელია, რომ მილიარდერ ბიზნესმენს, დონალდ ტრამპს ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად. ყრილობაზე გამომსვლელებს შორის არიან სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი ისევე, როგორც დონალდ ტრამპის ყოფილი კონკურენტები, რომლებიც გამოეთიშნენ პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლას: ტედ კრუსი, კრის კრისტი, სკოტ უოკერი და მარკო რუბიო. ყრილობა 21 ივლისის საღამოს დასრულდება, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის გამოსვლით. რესპუბლიკელების ყრილობა იმართება ოჰაიოს შტატში, კლივნელნდში, სადაც უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ. პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შენობასთან, რომელშიც რესპუბლიკელი დელეგატები იკრიბებიან, საპროტეტო აქციებია მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG