Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკლარენის კომისია: რუსეთში სახელმწიფო სისტემა ეხმარებოდა დოპინგის მომხმარებელ სპორტსმენებს


კანადელმა იურისტმა რიჩარდ მაკლარენმა გამოაქვეყნა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დავალებით ჩატარებული გამოძიების შედეგები, რომელთა თანახმადაც, მოსკოვის ლაბორატორია, სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სისტემის ფარგლებში, იცავდა დოპინგის მომხმარებელ რუს სპორტსმენებს. მაკლარენის კომისიამ დამოუკიდებლად მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ რუსეთში მოქმედებდა დოპინგზე შემოწმების პოზიტიური შედეგების „გაქრობის სისტემა“. რუსეთის სპორტის სამინისტრო აკონტროლებდა და მეთვალყურეობას უწევდა დოპინგზე შემოწმების შედეგების მანიპულაციას და სინჯების გაყალბებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აქტიური მონაწილეობით როგორც მოსკოვის, ისე სოჭის ლაბორატორიებში. მაკლარენს დავალებული ჰქონდა გამოეძიებინა რუსეთის სანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის ბრალდებები, რუსეთში ოფიციალური პირების მითითებით დოპინგის ფართოდ გამოყენების შესახებ. როდჩენკოვი ნოემბერში დაითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც ის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. მან გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში“ მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგის გამოყენების მიჩქმალვაში. მაშინ, როცა რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე სამიოდე კვირა რჩება, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ანტისადოპინგო სააგენტოს ნათქვამი აქვთ, რომ მაკლარენის ანგარიში გადამწყვეტ როლს შეასრულებს ოლიმპიადაზე რუსი ათლეტების დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

XS
SM
MD
LG