Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დააკავეს თავდასხმებში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი


ყაზახი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაკავებულია შეიარაღებული პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რამდენიმე თავდასხმის განხორციელებაში და ვარაუდობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავდასხმები მოიხსენია „ტერორისტულ აქტად“, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ და შვიდი ადამიანი შეიწირა ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატაში. ევრონული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, თავდასხმებში ეჭვმიტანილია 26 წლის მამაკაცი, რომელიც რადიკალური ისლამის მიმდევარი გახდა ციხეში, ძარცვისა და იარაღის შენახვისათვის პატიმრობის დროს.

XS
SM
MD
LG