Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში თავდამსხმელის სახლში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა იპოვეს


გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელით დახატული დროშა აღმოაჩინა 17 წლის ავღანელის სახლში, რომელიც გერმანიაში მატარებელში თავს დაესხა მგზავრებს. თავდამსხმელი ნაჯახით და დანით იყო შეიარაღებული. მან ბავარიაში, ვიურცბურგის მახლობლად დაჭრა მატარებლის 4 ადამიანი. თავდამსხმელი პოლციამ მოკლა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაცია სააგენტო „ამქარმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა. ბავარიის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრი, იოაქიმ ჰერმანი კი აცხადებს, რომ ჯერ ადრე იმის მტკიცება, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

XS
SM
MD
LG