Accessibility links

საქართველო "აბსურდულს" უწოდებს გიორგი გიუნაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 68-ე შეხვედრა. მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დასვა, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება იყო. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ 8 ივნისს დაკავებულ მოქალაქეს, გიორგი გიუნაშვილს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ოსური მხარე მას საზღვრის დარღვევასთან ერთად, დივერსიულ ტერორისტული საქმიანობაში ადანაშაულებს. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები „აბსურდულს“ უწოდებენ გიუნაშვილისათვის წაყენებულ ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG