Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აკრიტიკებს აშშ-ს


ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი ამერიკელ ოფიციალურ პირებს ბრალად სდებს, რომ არ ახორციელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შარშან მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ზომებს და „კონფრონტაციისაკენ“ უბიძგებენ თეირანსა და ვაშინგტონს. ალი ლარიჯანი მკაცრი კურსის მომხრე ძალებს მიეკუთვნება. მან 20 ივლისს პარლამენტში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები დაბრკოლებებს უქმნიან ირანს მსოფლიო ეკონომიკაში ადგილის კვლავ დამკვიდრების მცდელობისას. ლარიჯანმა არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდველი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ირანთან დაკავშირებული 52 კანონპროექტი და სანქცია.

XS
SM
MD
LG