Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი ტრამპს პასუხობს და აცხადებს, რომ ამერიკა სრულადაა ჩართული ნატოში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მიმართა ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში და განაცხადა, რომ აშშ კვლავინდებურად იღებს პასუხისმგებლობას მათ დაცვაზე. ჯონ კერიმ თქვა, რომ „ჩვენი ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაცია 1949 წლიდან - რესპუბლიკელებისაც და დემოკრატებისაც- კვლავინდებურად სრულადაა ჩართული ნატოს ალიანსში და ასრულებს პასუხისმგებლობებს, რომლებიც უშიშროების სფეროში ეკისრება მას ნატოს მეხუთე მუხლის მიხედვით - ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველია ნატოში ჩვენი წევრობისა და მასთან პარტნიორობისა.“კერის ეს კომენტარი პასუხია განცხადებებზე, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკეთა ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში.პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი რომ იყოს, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, არ გაუწევს ავტომატურ დახმარებას ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არამედ თავდაპირველად შეისწავლიდა, ასრულებენ თუ არა „ბალტიისპირეთის ქვეყნები ვაშინგტონის წინაშე ნაკისრ“ ვალდებულებებს, ვიდრე გადაწყვეტდა დაეხმაროს, თუ არა მათ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG