Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-მა ოლიმპიადებზე დოპინგის მოხმარების ახალი შემთხვევები აღმოაჩინა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა დოპინგის მოხმარების კიდევ 45 შემთხვევა - მათ შორის მედალისტების მიერ - 2008 წლის პეკინის და 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადებზე. კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ხელახალი ტესტების მეორე ტალღამ დაადგინა დოპინგის მოხმარების 30 შემთხვევა პეკინში და 15 ლონდონში. სულ, ბოლო ორი ზაფხულის ოლიმპიადების მონაწილეთა ხელახალი ტესტირებების შედეგად 98 ოლიმპიელის სინჯის ანალიზმა აჩვენა დოპინგის კვალი. კომიტეტს არ დაუსახელებია, თუ რომელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ ეს 45 სპორტსმენი.

XS
SM
MD
LG