Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში სროლა სავარაუდოდ სამმა თავდამსხმელმა მოაწყო


მიუნხენის პოლიცია აცხადებს, რომ სპეცოპერაცია გრძელდება და არც ერთი თავდამსხმელი შეპყრობილი არ არის. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გაჩაღებული სროლის შედეგად. გაზეთი "აბენდცაიტუნგი" კი იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად 15 კაცი დაიღუპა. ოლიმპიური პარკის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა საღამოს 18 საათზე. სავაჭრო ცენტრის გარშემო მობილიზებული არიან პოლიციელები და მიმდინარეობს სპეცოპერაცია თავდამსხმელის გასანეიტრალებლად.პოლიციას სავაჭრო ცენტრის გარშემო საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გადაკეტილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა.

XS
SM
MD
LG