Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაკრძალეს ჟურნალისტი პაველ შერემეტი


23 ივლისს მინსკში დაასაფლავეს ჟურნალისტი პაველ შერემეტი. ცერემონიაზე ათასამდე ადამიანი მივიდა. შერემეტი კიევში მოკლეს 20 ივლისს. პარასკევს, კიევში, შერემეტთან გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. შერემეტი, რომელიც ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, იყო უკრაინაში „მაიდანის“ მოძრაობის წევრი და სირად აკრიტიკებდა რუსეთის მთავრობას. ის ხშირად იყო რადიო თავისუფლების ეთერის სტუმარი.

XS
SM
MD
LG