Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყველა სპორტსმენს არ ეკრძალება რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება


ყველა რუს სპორტსმენს არ ეკრძალება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, - ეს გადაწყვიტა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის თანახმად, რუსეთის სპორტსმენები რიოში გამგზავრების უფლებას მოიპოვებენ შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თანხმობის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულია დოკუმენტში, საგზურის მოპოვების გარანტიას ვერ იძლევა მხოლოდ ის, რომ სპორტსმენი არ მოიხმარდა დოპინგს. ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან ამასთან ის რუსი სპორტსმენები, რომლებსაც ოდესმე იყვნენ შემჩნეული აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში. მათ შორის არის 800-ს მერტზე მორბენალი იულია სტეპანოვა, რომელიც პირველი ალაპარაკდა რუსეთის სპორტში დოპინგის მოხმარების მასშტაბების შესახებ.

XS
SM
MD
LG