Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი" იუწყება თურქეთში მეამბოხეთა წამების შესახებ


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლი" იტყობინება, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებს აწამებენ. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ სცემენ, აწამებენ, აუპატიურებენ. ბევრი მათგანი დაკავებული ჰყავთ ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის პატიმრებისთვის განკუთვნილი. დაკავებულებს ხშირად დღეების განმავლობაში არ აძლევენ საკვებს. „ამნესტიმ“ თურქეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, მისცეს მის წარმომადგენლებს ციხეების მონახულების შესაძლებლობა. 16 ივლისს გადატრიალების მცდელობა ხელისუფლებამ ჩაახშო. თურქეთის მთავრობამ დააპატიმრა ათიათასზე მეტი ადამიანი, მასობრივად დაითხოვეს სამსახურებიდან სამხედროები და სახელმწიფო მოხელეები.

XS
SM
MD
LG