Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იძიებენ ამერიკელ დემოკრატთა ელფოსტაზე „შესაძლო რუსულ თავდასხმას"


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი ლიდერები აცხადებენ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელეს სკანდალურ ცნობაზე, რომლის თანახმად „რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედი პირების“ ხელი ურევია დემოკრატიული პარტიის ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროებაში. სენატორმა ადამ შიფმა აღნიშნა, რომ დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი შემთხვევა აშშ-ის ოფიციალურ სერვერებზე რუსეთის ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმისა. ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-ის ფედერალური ბიუროს 25 ივლისის განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო ჰაკერული თავდასხმის გამოძიების დაწყებაზე. ამას წინ უძღოდა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის განცხადება. რობი მუკის მტკიცებით, ჰაკერეული თავდასხმის მიზანი ისაა, რომ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარონ რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობას გავაუმჯობესებო. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG