Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მოკლეს ეკლესიაში აყვანილი მძევალი


საფრანგეთის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიაში მოკლეს ეკლესიაში აყვანილი მძევალი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერიშის დროს „ნეიტრალიზებულ“ იქნა ორი თავდამსხმელი. ცნობების თანახმად, ორივე მოკლეს. ჯერ არაფერს იუწყებიან მათ ვინაობასა და მოტივებზე. საფრანგეთის მედიის ცნობით, ნორმანდიის ქალაქ სენტ-ეტიენ-დუ-რუვრეში აყვანილ მძევლებს შორის იყვნენ მღვდელი, ორი მონაზონი და მლოცველები და თავდამსხმელებმა ცივი იარაღით მოკლეს მღვდელი. ერთი მძევალი მძიმედ არის დაჭრილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა თავდასხმის ადგილს მიაშურეს. პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა „ბარბაროსული“ უწოდა ეკლესიაზე თავდასხმას. იერიშის ფონია განგაშის უმაღლესი საფეხური, რომელიც საფრანგეთში ძალაში რჩება მას შემდეგ, რაც ტუნისელი თავდამსხმელი 14 ივლისს სატვირთო მანქანით შეიჭრა ნიცაში შეკრებილ ხალხში და 84 ადამიანი მოკლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG