Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალეს რუსეთის 85 სპორტსმენს


ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც მომავალ კვრაში გაიხსნება ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, რუსეთის დელეგაციის 387 წევრიდან, ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს 85 ათლეტი. მათი უმეტესობა, 67 სპორტსმენი, მძლეოსანია. 26 ივლისს აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, ასევე თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციამ, უარი უთხრა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ხუთ რუს ნიჩბოსანსა და ორ ხუთჭიდელს. წინა დღით იგივე ბედი ეწია რუსეთის შვიდ მოცურავეს. ყველა მათგანის გვარები ეწერა საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ანგარიშში, სადაც რუსეთში დოპინგის ფართო მოხმარებაზე იყო ლაპარაკი. 24 ივლისს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, არ აუკრძალოს რიოში წასვლა რუსეთის ყველა სპორტსმენს, მაგრამ შესაბამისი უფლება შესაბამისი სახეობის საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა გასცენ.

XS
SM
MD
LG