Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ელჩი: საგანგებო მდგომარეობა გავლენას არ ახდენს უცხოელ სტუმრებზე


საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, მის ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გავლენას არ ახდენს და არ ვრცელდება უცხოელ სტუმრებზე. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, გუმრუქჩუმ დასძინა, რომ საგანგებო რეჟიმი საფრთხეს არც თურქეთის რიგით მოქალაქეებს უქმნის. „თურქეთში რომ წახვიდეთ, ვერ იგრძნობთ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ვერავითარ ცვლილებას“, განაცხადა ელჩმა. მისივე მტკიცებით, თურქეთის მიმართულებით ავიარეისები შეუფერხებლად ხორციელდება და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მგზავრები აეროპორტში უნდა გამოცხადდნენ გამგზავრებამდე ხუთი-ექვსი საათით ადრე. თურქი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთმა და ბელგიამაც მიმართეს საგანგებო ზომებს, რაც კანონიერი პროცედურაა და არ არის მიმართული ადამიანის უფლებათა დარღვევისკენ.

XS
SM
MD
LG