Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა შეხვედრა


თბილისში გრძელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი. დღევანდელი სხდომების თემებია: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია. დიპლომატებთან ერთად, სხდომებში მონაწილეობენ პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დღეს შეხვდებიან ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებსაც. შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, რეფორმებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებსა და ტურიზმის სექტორის განვითარების პრიორიტეტებს.

XS
SM
MD
LG