Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქება ბომბს არ გამოუწვევია


სამხრეთ გერმანიის პოლიციის განცხადებით ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, დევნილთა მიმღები ცენტრის სიახლოვეს მომხდარი აფეთქება ბომბს არ გამოუწვევია. პოლიციისვე განცხადებით, არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ აფეთქება დაკავშირებულია ტერორისტებთან ან იმიგრაციის მოწინააღმდეგე ექსტრემისტებთან და ის, შესაძლოა, გამოეწვია ჩანთაში მოთავსებულ აეროზოლის ბალონს.აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. გერმანიაში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც ბავარიაში სამი სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა, რომლებზე პასუხისმგებლობაც ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

XS
SM
MD
LG