Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი დღეს შეხვდება საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შეხვდება საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება, პრეზიდენტი და დიპლომატები იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გამოწვევებზე. „საელჩოების ეფექტური საქმიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რას ფიქრობენ ძირითად გამოწვევებზე საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა. პრეზიდენტისა და ქართველი დიპლომატების შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ხვალ, 29 ივლისს გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

XS
SM
MD
LG