Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრას „კონსტრუქციული“ უწოდა


მთავარი პროკურორი პირად პასუხისმგებლობას იღებს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, - ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე. დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა მოსამართლე ქეთევან ერემაძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირადად მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა, იცის მათი ვინაობა, რომლებზეც ხდებოდა ზეწოლა.

XS
SM
MD
LG