Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ერდოანი სამხედრო უწყებაზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს


თურქეთის არმიიდან დაითხოვეს 1389 ოფიცერი, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირი ფეთულა გიულენთან კავშირში. ანკარა სწორედ გიულენს მიიჩნევს 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული „ანადოლუს სააგენტოს“ თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიიღო გადაწყვეტილება დახუროს ყველა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და მათ ნაცვლად შექმნას სამხედრო უნივერსიტეტები. პრეზიდენტი გეგმავს ასევე პირად კონტროლს დაუქვემდებაროს თურქეთის არმიის გენერალური შტაბი და სამხედრო-სადაზვერვო უწყება. ამ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის ერდოანს პარლამენტის 2/3-ის, მათ შორის ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

XS
SM
MD
LG