Accessibility links

შეიქმნა საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი“


ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი, „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი“. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად ბლოკში გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციები, „გირჩი“, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”და პარტია „ახალი მემარჯვენეები“. მათი ლიდერების განცხადებით, გაერთიანების საფუძველია საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სწორი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, პროდასავლური კურსი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები. მათივე თქმით, წინასაარჩევნო მარათონში მნიშვნელოვანია გამოცდილი ადამიანების გუნდური მუშაობა, რაც ახალ გაერთიანებას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და წარმატებას მოუტანს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG