Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მოკლული ქალი ამერიკელი პროფესორის ცოლი იყო


ამერიკელი ქალი, რომელიც სამშაბათს საღამოს, ლონდონში მოკლა დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, ფლორიდის შტატის ფსიქოლოგიის პროფესორის, რიჩარდ უოგნერის ცოლი იყო. ამის შესახებ იუწყება განცხადება, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნა უნივერსიტეტმა. განცხადების თანახმად, უოგნერი და მისი ცოლი დარლინ ჰორტონი, იმყოფებოდნენ ლონდონში, სადაც ფლორიდელი პროფესორი კითხულობდა ლექციებს თავისი უნივერსიტეტის საზაფხულო სესიის პროგრამის ფარგლებში. 60 წლის ჰორტონი მოკლა დანით შეიარაღებულმა 19 წლის მამაკაცმა, რომელიც თავს დაესხა გამვლელებს ლონდონის ცენტრში მდებარე რასელის მოედანზე. თავდამსხმელი, რომელმაც კიდევ ოთხი პირი დაჭრა, მალევე დააკავეს. როგორც პოლიცია აცხადებს, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თავდამსხმელს ტერორისტული მოტივები ამოძრავებდა.

XS
SM
MD
LG