Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-მდე გაიზარდა მაკედონიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


20 მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი 7 აგვისტოს ღამით მოვარდნილი წყალდიდობისა და ძლიერი გრიგალის შედეგად მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. „ეს არის დიდი უბედურება, რომლის მსგავსი ჩვენ არასოდეს განგვიცდია“, - განაცხადა სკოპიეს მერმა კოჩე ტროიანოვსკიმ. ადგილობრივი მედიის თანახმად ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს აღემატება, წყლის დონე კი რიგ ადგილებში მეტრ-ნახევარს აღწევს. წყალდიდობის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სკოპიესთან მდებარე შემოვლითი მაგისტრალი.

XS
SM
MD
LG