Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ატომური ბომბის ჩამოგდების წლისთავს აღნიშნავენ


იაპონიაში დღეს აღნიშნავენ აშშ-ის მიერ ქალაქ ნაგასაკიში ატომური ბომბის ჩამოგდების 71-ე წლისთავს. 1945 წლის 9 აგვისტოს ბომბის ჩამოგდების შედეგად ნაგასაკიში, თავდაპირველად, 74 ათასი ადამიანი დაიხოცა, ათასობით კი მოგვიანებით დაიღუპა რადიაციული დაავადების გამო. მანამდე, სამი დღით ადრე, აშშ-მა პირველი ბომბი გამოაგდო ჰიროშიმაში, სადაც 140 ათასი მოკვდა. 9 აგვისტოს, ზარების რეკვის ფონზე, ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ატომური ბომბის მსხვერპლს. აფეთქებას გადარჩენილებმა და მსხვერპლს ნათესავებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს დახოცილთა ხსოვნას ზუსტად 11:02 წუთზე ადგილობრივი დროით.

XS
SM
MD
LG