Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი და პუტინი მოლაპარაკებას მართავენ პეტერბურგში


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დღეს მოლაპარაკებას მართავენ ურთიერთობებში დაძაბულობის მოსაგვარებლად. პეტერბურგში 9 აგვისტოს შეხვედრისას ერდოანმა თქვა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა რეგიონში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. მასპინძელმა, ვლადიმირ პუტინმა, სხვათა შორის განუცხადა სტუმარს, მიუხედავად ძალიან რთული შიდა პოლიტიკური ვითარებისა თურქეთში, თქვენი აქ ჩამოსვლაიმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ დიალოგი, აღვადგინოთ ურთიერთობა და თურქეთის და რუსეთის ხალხების ინტერესებიდან გამომდინარეო. შეხვედრების დაწყების წინა დღით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ ერდოანმა უთხრა, რომ მას სურს ურთიერთობების თავიდან, ახალი „ფურცლიდან“ დაწყება, რათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განახლდეს. ანკარის და მოსკოვის ურთიერთობებში "ახალი გვედრის" დაწყება მოხდება სხვათა შორის სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის სახით. ორმხრივი ურთიერთობა ორ ქვეყანს შორის გაფუჭდა მას მერე, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო სირიის საზღვართან. რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს და თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 90 პროცენტამდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG