Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფს ხვდება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შეხვდება ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა და თავისი დასკვნა პრეზიდენტს 1 აგვისტოს გაუგზავნა. მოქალაქეების ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა, რომ რეფერენდუმზე პასუხი გაეცეს შეკითხვას, "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტმა 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან მოტივირებული უარის შესახებ.

XS
SM
MD
LG