Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი თალიბები ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქს უტევენ


ავღანეთში დამატებითი სამხედრო შენაერთები გააგზავნეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაშქარ-გაჰის დასაცავად თალიბების ბრძოლის გააქტიურების გამო. შიშობენ, რომ ქალაქი, რომელიც ჰელმანდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია, შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიპყრონ ექსტრემისტებმა. პროვინციის საბჭოს თავმჯდომარე კარიმ ატალის განცხადებით, თალიბებმა ალყაში მოაქციეს ლაშქარ-გაჰი და უშიშროების ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქის გარშემო აღმართული ბლოკ-პოსტებიდან. ამავე წყაროს ცნობით, 10 აგვისტოს ქალაქში დამატებითი ძალები ჩავიდნენ. როგორც იუწყებიან, ინტენსიური ბრძოლებია ქალაქის ორ რაიონში, რომელიც აქამდე სტაბილურად ითვლებოდა.

XS
SM
MD
LG