Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ობამასა და კლინტონს „ისლამური სახელმწიფოს“ დამფუძნებლები უწოდა


რესპუბლიკური პარტიის ერთიანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამფუძნებელი უწოდა. „ისინი პატივს სცემენ პრეზიდენტ ობამას, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს დამფუძნებელიაო“, - განაცხადა 10 აგვისტოს ფლორიდაში გამოსვლის დროს დონალდ ტრამპა. ასევე მან ექსტრემისტული დაჯგუფების „თანადამფუძნებელი“ უწოდა თავის მეტოქეს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონს. პასუხად ჰილარი კლინტონის პრესმდივანმა დონალდ ტრამპის ბრალდებას „როშვა“ უწოდა და განაცხადა, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს იმეორებსო.

XS
SM
MD
LG