Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა აღწერის შედეგები გამოაქვეყნა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველომ გამოაქვეყნა შარშან ოქტომბერში ჩატარებული, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. აღწერის თანახმად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 532 ადამიანი, მათ შორის 27 825 ქალი და 25 707 მამაკაცი. ამავე შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 30 432 ადამიანი ქალაქ ცხინვალში ცხოვრობს. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში ორი ქალაქი, 4 რაიონი და 330 სოფელია, რომელთაგან 40 სოფელში მუდმივად არავინ ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG