Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პოსტი დატოვა პოლიციელმა მოქალაქის თვითმკვლელობამდე შესაძლო მიყვანისათვის


მოქალაქე დ.ს.-ს გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პოსტი დატოვა სამტრედიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი კადრების განყოფილებაშია გადაცემული გამოძიების დასრულებამდე. „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს”, - ნათქვამია განცხადებაში. დ. ს.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

XS
SM
MD
LG