Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ბიურო „უბლოკო სტატუსის“ შესახებ ინიციატივას განიხილავს


15 აგვისტოს გაიმართება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”. უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

XS
SM
MD
LG