Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პროკურატურამ უარი თქვა ბიბლიოთეკის დირექტორის გასამართლებაზე


მოსკოვის პროკურატურამ უარი თქვა საქმე აღეძრა უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკის დირექტორის, ნატალია შარინას წინააღმდეგ. შარინას ბრალად ედებოდა ექსტრემიზმისა და ეთნიკური შუღლის გაღვივება და ფულის მითვისება. პროკურატურამ საქმე მტკიცებულებების უკმარისობის გამო გამოძიებას დაუბრუნა. ნატალია შარინა ოქტომბერში დააკავეს და ბრალად დასდეს, რომ მის მიერ მართულ ბიბლიოთეკაში უკრაინული ულტრანაციონალისტი ავტორის, დმიტრო კორჩინსკის წიგნები ინახებოდა. კორჩინსკის წიგნები რუსეთში აკრძალულია. შარინას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. აპრილში კი გამოძიებამ მას ბიბლიოთეკის სახსრების არასწორ გამოყენებაში დასდო ბრალი. შარინა ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

XS
SM
MD
LG