Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე 32 სირიელი მეამბოხე დაიღუპა, როდესაც თვითმკვლელმა ბომბი ავტობუსში ააფეთქა თურქეთის საზღვართან ახლოს. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ გაავრცელა. აფეთება ალეპოდან 40 კილომეტრის დაშორებით მოხდა. აფეთქებისას სირიელ მებრძოლებთან ერთად 2 თურქი მესაზღვრეც დაიღუპა. პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოსთან ასოცირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

XS
SM
MD
LG