რუსეთმა სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის პირველად გამოიყენა ირანის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის ჰამადანის აეროდრომიდან აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის ალეპოს, დეირ-ეზ-ზობის და იდლიბის პროვინციებში იერიში მიიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფებების, „ისლამური სახელმწიფოს“ და „ან-ნუსრის“ პოზიციებზე. რუსული სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია იარაღის და საბრძოლო მასალების 5 საწყობი, რამდენიმე საწვრთნელი ბაზა, მართვის 3 პუნქტი და ლიკვიდირებულია ექსტრემისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ყველაზე პოპულარული
1