Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი: პოროშენკო კომპრომისისკენ იხრება


დღეს სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. პუტინმა მადლობა გადაუხადა ნაზარბაევსა რუსეთსა და თურქეთს შორის მედიაციის გამო. თავის მხრივ, ნურსულთან ნაზარბაევმა თქვა, რომ მიესალმება რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ნაზარბაევმა ასევე განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და რომ ის „კომპრომისისკენ იხრება“ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად, თუმცა უკრაინის პარლამენტი უშლის მას ხელს უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტების მიღებაში. ნურსულთანნაზარბაევის თქმით ის წლის ბოლომდე კიდევ 5 შეხვედრის ჩატარებას გეგმავს პუტინთან.

XS
SM
MD
LG