Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ნიჩბოსანი ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს


რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელმაც ერთადგილიანი კანოეებით 200 მეტრზე სპრინტის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. დღეს, მედლებისთვის ბრძოლაში, ოლიმპიადის 22 წლის დებიუტანტის მეტოქეები, სხვათა შორის, იქნებიან მსოფლიოს ორგზისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, უკრაინელი იური ჩებანი და მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ვალენტინ დემიანენკო. ნახევარფინალში ნადირაძემ ორივე ამ სპორტსმენს აჯობა. გუშინ ბრაზილიიდან საქართველოში დაბრუნდნენ ოლიმპიადის მონაწილე ძიუდოისტები, მშვილდოსნები და ბატუტზე მხტომელები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს სპორტის ქომაგებმა. ჯერჯერობით საქართველოს ოლიმპიური ნაკრების „ყულაბაშია“ ხუთი მედალი: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

XS
SM
MD
LG