Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო არ გამორიცხავს „რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციას“


უკრაინის პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს, კონფლიქტის ესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციას“ . ლვოვის რეგიონში 18 აგვისტოს გაკეთებულ მიმართვაში, პოროშენკომ აღნიშნა, რომ თუ კვლავ გაგრძელდება ვითარების დაძაბვა დონბასსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის რეგიონში, უკრაინის ხელისუფლება „შემოიღებს სამხედრო მდგომარეობას და მობილიზაციას გამოაცხადებს.“ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 500 რაკეტა და 300 საარტილერიო ჭურვი დაუშინეს უკრაინის არმიის პოზიციებს, რაც გასული წლის ყველაზე უფრო უარეს მაჩვენებელს უტოლდება. გაეროს თანახმად, 2016 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს 9500 კაცი შეეწირა.

XS
SM
MD
LG