Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა თალიბებმა ხელში ჩაიგდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხანაბადის ოლქი


ავღანელმა თალიბებმა 20 აგვისტოს სტრატეგიული მნიშვნელობის ხანაბადის ოლქი ჩაიგდეს ხელში ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ყუნდუზში. მათ სამთავრობო ჯარები აიძულეს, დაეტოვებინათ პროვინციის დედაქალაქი. როგორც ხანაბადის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰაიათულა ამირიმ განაცხადა, თალიბებმა ოლქს სხვადასხვა პოზიციიდან შეუტიეს, ბრძოლა ოთხ საათს გრძელდებოდა, მაგრამ, მისი თქმით, დახმარება არ მიუღიათ და ოლქი თალიბანის ხელში აღმოჩნდა. თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაადასტურა ოლქის ხელში ჩაგდება. პოლიციის ცნობით, მეამბოხეებმა იერიშები განახორციელეს ყუნდუზში, ალიბადის ოლქში, მაგრამ მას კვლავაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ხუთი დღის წინ თალიბებმა ხელში ჩაიგდეს მეზობელი ბაღლანის პროვინცია. მწვავე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციიდან და აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ნანგარჰარიდან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო ძალები თალიბებს 34 პროვინციიდან, სულ მცირე, 15-ში ებრძვიან.

XS
SM
MD
LG