Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის პროვინციის დასახმარებლად100 ამერიკელი ჯარისკაცი გაემგზავრა


დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაშქარ-გაჰში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში, რომელსაც თალიბანის ხელში ჩავარდნა ემუქრება. ავღანეთში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, კონტინგენტმა ავღანეთის ძალების გაწვრთნა და დახმარება უნდა უზრუნველყოს. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანის მებრძოლებმა შეძლეს ქალაქის რამდენიმე გარეუბნის აღება და ახლა თავად პროვინციის დედაქალაქს ემუქრებიან. ჰელმანდის პროვინციის ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელმა კარიმ ატალმა ასოშიეიტედ პრესს აცნობა, რომ ბრძოლებს აქვს ადგილი პროვინციის ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე, რის გამოც გზებსა და მაგისტრალებზე მოძრაობა შეწყვეტილია. ჰელმანდის პროვინციაში არსებული ოპიუმის მოსავალი მსოფლიოს წლის განმავლობაში, საშუალოდ, 3 მილიარდი დოლარის ჰეროინს აწვდის. ოპიუმის არალეგალური ვაჭრობით მიღებული თანხებით ფინანსდება ორგანიზაცია თალიბანი, რომლის ძირითად სოციალურ საყრდენს ჰელმანდის პროვინციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, პაშტუნები, შეადგენენ.

XS
SM
MD
LG