Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენი: ვაშინგტონი შეასრულებს მოკავშირეთა დაცვის ვალდებულებებს ნატოს ჩარჩოში


აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, ბალტიის ქვეყნები დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი შეასრულებს მოკავშირეთა დაცვის ვალდებულებებს, რომლებიც მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში აკისრია. მან მოუწოდა ესტონეთს, ლიტვასა და ლატვიას, არ მიიღონ სერიოზულად საპრეზიდენტო კანდიდატის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, დონალდ ტრამპის განცხადებები. ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ შეიძლება უარი თქვას სამოკავშირეო ვალდებულებებზე ნატოს წევრებზე თავდასხმის დროს მათი დაცვის შესახებ. ბაიდენმა განცხადება გააკეთა ლატვიაში, რიგაში, 23 აგვისტოს. ბაიდენის იქ ვიზიტი დაემთხვა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, როცა ხელი მოეწერა "მოლოტოვ-რიბენტროპის" პაქტს. მის თანახმად, საბჭოთა კავშირმა დაიკავა ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.

XS
SM
MD
LG