Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი თურქეთს ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერას აღუთქვამს


ანკარაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან ურთიერთობას და მხარში უდგას თურქ ხალხს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. თურქეთი აშშ-ისგან მოითხოვს იქ მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის ექსტრადიციას და მას ადანაშაულებს პუტჩის ორგანიზებაში. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა მიიღო თურქეთის ოფიციალური მოთხოვნა, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია სათანადო იურიდიული პროცედურების დაცვა.

XS
SM
MD
LG