Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა


ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა, 120 ადამიანი დაიღუპა, და დაშავებულთა რიცხვი 368-მდეა. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. ქალაქ ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

XS
SM
MD
LG