Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის მიმართ ბრალდებას აპროტესტებს


საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის ფაიქ ამიროვის დაპატიმრებას. 22 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ სამი თვით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის წამყვანი ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთ ლიდერ, ფაიქ ამიროვს, რომელიც ყოველდღიური გამოცემა „აზადლიგის“ ფინანსური დირექტორიცაა. სახელმწიფო ბრალდება მას დამნაშავედ მიიჩნევს რელიგიური შუღლის გაღვივებაში. პოლიციამ ოპოზიციონერს აღმოუჩინა აშშ-ში მყოფი სასულიერო პირის ფეთულა გიულენის წიგნები. ფაიქ ამიროვის ადვოკატმა პროკურატურის ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გიულენის წიგნები არ არის აკრძალული ბაქოში და ისინი არ შეიცავენ „სიძულვილის პროპაგანდას“. საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ მოუხსნას ამიროვს პროკურატურის „სასაცილო ბრალდებები“ და გაანთავისუფლოს საპატიმროდან. აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირი აქვს თურქეთთან, რომელიც ივლისის არშემდგარი პუტჩის ორგანიზატორად აშშ-ში დევნილობაში მყოფ ფეთულა გიულენს მიიჩნევს. არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, ბაქომ მტკიცედ დაუჭირა მხარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.

XS
SM
MD
LG