Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა და ტრამპმა ერთმანეთი რასიზმში დაადანაშაულეს


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია და თქვა, რომ ის ამერიკელებში სიძულვილს თესავს. ტრამპმა, თავის მხრივ, კლინტონს რასისტი უწოდა და თქვა, რომ მისი ოჯახის ფონდი კრიმინალური ორგანიზაციაა. ჰილარი კლინტონმა ნევადის შტატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ტრამპმა სიძულვილის ჯგუფები მეინსტრიმულად აქცია და ძალა შემატა რესპუბლიკური პარტიის რადიკალურ უმცირესობას, მათ შორის ანტისემიტებსა და რასისტებს. კლინტომა ტრამპი ასევე გააკრიტიკა ბრიტანელ მემარჯვენე პოლიტიკოსთან, ნაიჯელ ფარაჯთან ერთად გამოჩენის გამო და განაცხადა, რომ ფარაჯმა ანტი-იმიგრაციული გრძნობების გაღვივებით მიაღწია წარმატებას რეფერენდუმში, რომლის შედეგადაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. კლინტონის თქმით ტრამპი და ფარაჯი რადიკალური ნაციონალიზმის მზარდი ტალღის შემადგენელი ნაწილები არიან, რომლის ნათლიაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ თავად კლინტონია რასისტი, რადგან ის ამერიკულ უმცირესობებს მხოლოდ საარჩევნო ხმებად იყენებს და მათთვის არაფერს აკეთებს.

XS
SM
MD
LG